“ბიძინა ივანიშვილს ბანკმა მოპარა ასეულობით მილიონი დოლარი” – კობახიძე
levani 25-Oct, 00:37 14 ბიზნესი
რაც შეეხება სამართლებრივ დავას, საქმე ეხება რას: თავის დროზე, მარტივად ბანკმა მოიპარა, მოხსნა პირდაპირ ანგარიშიდან ასეულობით მილიონობით დოლარი და ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აქვს დავა ბანკთან და არა პირიქით. და დღეს ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რეალურად ხდება გამოკითხვა იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეტენზიები ბანკთან და არა პირიქით.
ასე ეხმაურება “მთავარი არხის” ცნობით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნას.
ცნობისთვის, Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დაიწყო. ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო 800 მილიონ დოლარს ითხოვს.