კრემლის სპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი "სრულიად ჯანმრთელია"
levani 25-Oct, 00:25 540 პოლიტიკა
კრემლი ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ავრცელებს.
კრემლის სპიკერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია და ბოლო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ ჭორებია.
Reuters-ის ცნობით, დიმიტრი პესკოვი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ნაცვლად საზოგადოებაში მისი ორეული გამოდის. პესკოვი დასავლურ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცლეებაში სდებს ბრალს.
გთხოვთ გააზიაროთ სტატია